weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერი მოგვევლინა თვითმკვლელობის წამხალისებლად და წამქეზებლად – ნაცვლიშვილი

17:36 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

პარტია „ლელოს“ წევრის, პარლამენტარ ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, თვითმკვლელობა წაახალისა. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, ღარიბაშვილის ძალაუფლებაში ყოფნა საშიშია.

„ისეთი ფიგურისთვისაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც გამოირჩევა გამაოგნებელი განცხადებებით, ეს არის ახალი რეკორდი, ანუ თავის თავს გადააჭარბა მან. პირველ რიგში, ადამიანური თვალსაზრისით არის გამაოგნებელი ასეთი განცხადება. საინტერესოა, რომ პრემიერი, რომელიც მუდმივად ცდილობს მოირგოს რელიგიის დამცველის მანტია, პირდაპირ მოგვევლინა თვითმკვლელობის პროპაგანდისტად, წამხალისებლად და წამქეზებლად.

პოლიტიკურად ეს არის სრულიად უმწიფარი, რეგვნული განცხადება. მე არ მოვიხდი ბოდიშს ამ სიტყვის გამოყენებისთვის. ღარიბაშვილს შეუძლია ნახოს სულხან-საბას ლექსიკონი და ნახოს რას ნიშნავს სიტყვა „რეგვენი“. რეგვენია ეს ადამიანი, არ შეიძლება ის ფლობდეს ძალაუფლებას, საშიშია მისი ყოფნა ძალაუფლებაში“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნაცვლიშვილმა.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და ასეთ შემთხვევაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, – თქვა ღარიბაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი თავს იზიანებს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რომ თავი არ დაიზიანოს, რაზეც პრემირმა უპასუხა:

„დავეხმარებით. გადავიყვანთ საჭირო დროს, საჭიროების შემთხვევაში გლდანის საავადმყოფოში, იმიტომ, რომ არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირები, პროვოკაციები, რაც მას აქვს დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ გადავიყვანთ სამოქალაქო კლინიკაში, მოხდება ამ დაპირისპირების, ორგანიზებული შეტევის და პროვოკაციების მცდელობა“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 29-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღეს მან განაცხადა, რომ სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს, აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და ანალიზებს აღარ ჩააბარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]