weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორებმა ზუგდიდში გადაინაცვლეს – პაპუაშვილი

15:59 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დაკავებულები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორები არიან.

„1800 უბნიდან სულ 4-5 უბანზე იყო ინციდენტი, სადაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას. ერთი ყველაზე მძიმე ინციდენტი მოხდა ზუგდიდში, სადაც ადამიანები დააკავეს – „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორები პირდაპირ, რომლებიც წინა არჩევნებზეც, 2 ოქტომბერს, მარნეულშიც, ქუთაისშიც და სხვაგან გამოირჩეოდნენ პროვოკაციებით. მათ ახლა ზუგდიდში გადაინაცვლეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „სინამდვილეში“ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა სამი ტელევიზია ცდილობს „აჟიოტაჟის სურათი დადგას“.

N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 საარჩევნო უბნის სიახლოვეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსიაც, რომლებიც იქ დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო. ამასთან, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]