weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ნიკა მელიას საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

19:16 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

თბილისში, N5 ისნის საარჩევნო ოლქის 62-ე საარჩევნო უბანთან, თბილისის მერობის კანდიდატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უკნიდან თავში ხელი ჩაარტყა. ამ დროს მელია სამართალდამცველებთან ერთად იდგა და ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. თავდამსხმელმა სავარაუდოდ გაქცევა შეძლო.

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და ხმის მიცემის პროცესში შეჩერდა. ნიკა მელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ამ მეთოდს მიმართა.

ადგილზე მივიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი, რომელიც ამბობდა, რომ მისი პარტიის კანდიდატმა, კახა კალაძემ კი არა, ნიკა მელიამ წააგო არჩევნები.

„წააგო არჩევნები, ახლა დადის და ეძებს პროვოკაციას; დადის და უნდა, რომ მიზეზი იპოვოს ასარევად. ვერ არევს, იმიტომ, რომ სადაც მივა, ყველგან დახვდებიან. დამთავრებულია. ეს უბანი მოგებული აქვს „ქართულ ოცნებას“, კახა კალაძეს და პროვოკაციისთვის არის ეს კაცი აქ“, – განაცხადა დავითულიანმა.

საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შუქის ჩაქრობა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]