weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანა წითლიძემ პოლიციის შენობა დატოვა

19:55 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ ზუგდიდის პოლიციის შენობა დატოვა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დააკავეს, არ დადასტურდა. წითლიძის თქმით, პოლიცია ბლოკნოტს ეძებდა.

„ბლოკნოტი ვერ იპოვეს. მთავარი ამბავი იყო ის, რომ წაერთმიათ ბლოკნოტი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და რომელიც ეკუთვნოდა ქალბატონ კაკაჩიას, თუმცა ეს ბლოკნოტი დაკავების დროს ჩვენ უკვე აღარ გვქონდა“, – განაცხადა წითლიძემ ჟურნალისტებთან.

ანა წითლიძე პოლიციის განყოფილებაში 21-ე საარჩევნო უბნიდან გადაიყვანეს. წითლიძეს ბლოკნოტის ქურდობაში ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ორგანიზაციის, „კავშირი მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი. ანა წითლიძე ამბობდა, რომ ბლოკნოტი დამკვირვებელს აივანზე დარჩა და აიღო.

დეპუტატის თქმით, ბლოკნოტში ეწერა საჯარო მოხელეების და მათი ოჯახის წევრების სახელები და გვარები, ასევე მათი პირადობის ნომრები.

„ასევე, ჩამოწერილი იყო იმ მოქალაქეების სია, რომლებზეც ჰგონიათ, რომ მათ მისცემენ ხმას, ვისზეც უნდა იმუშაონ და დააშინონ. ასევე, იქ იყო ბუღალტერია, რომლის დათვალიერებაც ვერ მოვასწარით“, – აცხადებდა წითლიძე პოლიციაში გადაყვანამდე.

ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო უბნებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების გამოძევება იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]