weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილი დეპუტატებს ურჩევს ხაზარაძეს მიბაძონ და „ოცნება“ პარლამენტში მარტო დატოვონ

16:26 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021
არქივის ფოტო არქივის ფოტო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის მეშვეობით ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც ოპოზიციის მიერ გუშინ გამართულ აქციასაც ეხმაურება. სააკაშვილის შეფასებით, ძალიან შთამბეჭდავი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შესახებ და მთლიანად იზიარებს მის ამ პოზიციას.

მიხეილ სააკაშვილი სხვა პარლამენტარებსაც ურჩევს, მამუკა ხაზარაძეს მიბაძონ.

„უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.

ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე, უბრალოდ ქვეყნის პატრიოტებისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ერთი სული აქვს, ოპოზიციას შეუერთდეს, თუმცა ამაში მათი დახმარება სჭირდება: „ვერცერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას“, – ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სააკაშვილი თავს პუტინის პატიმარს უწოდებს, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს და პროტესტის ნიშნად 32-ე დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]