weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანა წითლიძე, ნონა მამულაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებენ

18:53 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ანა წითლიძე და ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატზე უარს ამბობენ. პარლამენტს ტოვებს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.

ანა წითლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩეს.

„მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ვხედავ. მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა, არც მქონია, ისე ვიბრძოდი“, – დაწერა სოციალურ ქსელში ანა წითლიძემ.

ნონა მამულაშვილის თქმით, პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია და მისი გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

„ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე. ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. მიმაჩნია, სწორი გადაწყვეტილება იყო მამუკა ხაზარაძის და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ... ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი“, – აღნიშნა მამულაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარის თქმას მის პარტიაში ადასტურებენ.

გუშინ, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით თბილისში გამართულ აქციაზე, პარლამენტის დატოვების შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

ამ თემაზე:

სააკაშვილი დეპუტატებს ურჩევს ხაზარაძეს მიბაძონ და „ოცნება“ პარლამენტში მარტო დატოვონ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]