weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

12:58 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტის სხდომებში, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე დღეს სახელმწიფოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის არ ემახსოვრება, რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება.

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისად, ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.

მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით. ამიტომ, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქცია დღეს აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტით და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, ვიდრე სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, სურს, ხელისუფლებამ, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა, ფრაქციის პოლიტიკური ბოიკოტი მიიღონ როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

ორი დღის წინ, ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.

 

ამ თემაზე:

ანა წითლიძე, ნონა მამულაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]