weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალ ნელსონ მანდელას იღებთ, რომელიც ბოლოს მოგიღებთ – სანიკიძე ხელისუფლებას

11:30 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

საქართველოს პარლამენტის წევრი, ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ვაცლავ ჰაველს, ერნესტო ჩე გევარასა და ნელსონ მანდელას ახსენებს. მისი თქმით, ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა.

„საქართველოს ისტორიაში შევა. ან მისი შემოსვლა, ან მისი თავგანწირვა... ეს დარჩება ლეგენდად ამ ქვეყანაში.

კაცი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი. ორივეს უნარი აქვს: აქვს რეფორმების უნარი და აქვს ბრძოლის უნარი. ეს არის ლეგენდარული ამბავი, როგორ ბრუნდება მამისეულ სახლში, თავის სამშობლოში მიხეილ სააკაშილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თავისი ტრაგიზმით და დრამატიზმით აღსავსე, მაგრამ მებრძოლი ამ ქვეყნისთვის.

და როცა არის ლაპარაკი „ცოდოა მიშა“, ხალხო, არსებობენ ადამიანები, რომლებზეც არ შეიძლება თქვათ „ცოდო“. სააკაშვილი ეკუთვნის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც კვდებიან ფეხზე და მებრძოლები. საცოდავი არის ეს ხელისუფლება. მიშა რომ მაგარია, დედამიწაზე ახლა ორი კაცი არ არის, ისეთი გამაგრებული და შეუპოვარია.

ფანჯრები ამოუქოლეთ, მზის სხივს აღარ აჩვენებთ. ახალ ნელსონ მანდელას ირებთ, რა. ნელსონ მანდელას იღებთ, რომელიც მოგიღებთ ბოლოს მერე. ის პერსონალურ ბრძოლაზეა უკვე გადასული. სააკაშვილმა დაინდო ქვეყანა – არც სისხლი დაღვარა, არ დიდი აქციების... და ხედავთ ხომ რასაც აკეთებს? პიროპვნულ აქტს სჩადის მიხეილ სააკაშვილი – პირველ რიგში მორალურს და მეორე რიგში პოლიტიკურს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ახლა ფრონტის წინა ხაზეა, იცის რას აკეთებს და ვერ ურჩევს შიმშილობა შეწყვიტოს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

20 ოქტომბერს, საქართველოში არალეგალურად შემოსვლიდან 23-ე დღეს, სააკაშვილს ბრალი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლითაც წარუდგინეს.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 35-ე დღეა შიმშილობს. გუშინს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას არ შეიწყალებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]