weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს

23:20 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ შეასახლეს.

„მან, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე, ის გადმოიყვანეს და შეასახლეს N18 დაწესებულებაში. ის გადმოიყვანეს ძალის გამოყენებით – მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. დაზიანებები მე ვერ შევნიშნე“, – განაცხადა მიხეილ ღოღაძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აპროტესტებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას, უარს აცხადებს მკურნალობაზე და შიმშილობას აგრძელებს.

„მას სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა“, – განაცხადა მიხეილ ღოღაძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში არა ვერტმფრენით, არამედ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მარტო, იზოლირებულად იმყოფება პალატაში, თუმცა იქ, სადაც ის არის, პატიმრების ხმა ისმის.  

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველი ოქტომბრიდან სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი N18 დაწესებულებაში შესახლდა, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]