weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

უარი მეთქვა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე – ფოტიგა

13:43 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

ევროპარლამენტის წევრს, პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ანა ფოტიგას გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ ფოტიგამ დღეს Twitter-ზე დაწერა. უცნობია, რა გახდა იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების საფუძველი. 

„უარი მეთქვა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. დასანანია საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლენობა. ვიმეორებ, რომ კიდევ არსებობოს სიტუაციის მოგვარების შანსი. საქართველოს მთავრობა მთლიანად არის პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – წერს ანა ფოტიგა.

ანა ფოტიგა და ლიეტუვის პარლამენტის ორ წევრი საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდნენ.

„შეშფოთებული ვარ როგორც პიროვნება, რომელსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხოლო მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი“, – განაცხადა ფოტიგამ ჟურნალისტებთან.

საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარისა და ლიეტუველი დეპუტატების მიხეილ სააკაშვილთან არ შეშვება არის ხელისუფლების მცდელობა, „ფაქტობრივად იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისათვისაც ევროპელ პოლიტიკოსებთან პირისპირ შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“. როგორც გუშინ სამადაშვილმა თქვა, სააკაშვილთან თავად შეიტანა ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელსაც ორი მთავარი გზავნილი აქვს – ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ასევე, სააკაშვილმა განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

 

ამ თემაზე:

ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია – სუბარი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]