weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ციხეში ევროპარლამენტარის არ შეშვება გზავნილია, რომ ხელისუფლება ევროპას კარს უხურავს“

16:34 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის თქმით ხელისუფლებამ ევროპისთვის პოლიტიკური გზავნილი გააკეთა.

ამ საკითხზე პარტიებმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ „ევროპული საქარველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

„ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქრთველოს ხელისუფლებამ და არ მისცა ევროპარლამენტარს, ადამიანს, რომელიც ევროპარლამენტს წარმოადგენდა და არამხოლოდ საკუთარ თავს, შესაძლებლობა განეხორციელებინა ვიზიტი და თავისი თვალით მოენახულებინა როგორც საპატიმროში მყოფი მესამე პრეზიდენტი, ასევე ის პირობები, რომელშიც ის იმყოფება, არის ორი რამის დადასტურება: პირველი –

ეს არის უარი და მიხურული კარი არა ერთი ევროპარლამენტარისთვის, არამედ ღია პილიტიკური გზავნილი ევროპისთვის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის კარს უხურავს ევროპას, ეს არის მათი განზრახვა

და მეორე – ისეთ ვითარებაში, როდესაც არის ორი უკიდურესად განსხვავებული ინფორმაცია, სათანადო მკურნალობის გაწევა ხდება თუ არა პატიმარი პრეზიდენტისთვის, ხელისუფლების ინტერესში უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი მესამე მხარის ჩართვა, როგორც თვითმხილველისა, რომელსაც ექნებოდა შესაძლებლობა შესულიყო საპატიმროში და თავისი შეფასება გაეკეთებინა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი იმასთან დაკავშირებით, რაც საპატიმროში ხდება, მაშინ ანა ფოტიგას ვიზიტი იქნებოდა შესაძლებლობა, „მიუკერძოებელი და ძალიან მაღალი პროფილის მქონე სტუმრისთვის“ ეს ეჩვენებინა და რთული ვითარებისთვის წერტილი დაესვა.

„მან ეს არ გააკეთა. როდესაც ციხე დახურულია მონიტორინგისთვის, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ იქ ცუდი რაღაც ხდება. სხვა შემთხვევაში, ციხე მონიტორინგისთვის, მით უმეტეს, მაღალი დონის ვიზიტორისთვის არ იხურება. სამწუხაროდ, ის, რაც გუშინ ვნახეთ, არის იმის გაგრძელება, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ ვიხილეთ – ორჯერ როგორ დახიეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა. ამ მიმართულებით ეს მეორე გზავნილია, სამწუხაროდ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა და გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურდა, რისი უფლებაც მას იუსტიციის სამინისტრომ არ მისცა.

„უარი მეთქვა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. დასანანია საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლენობა. ვიმეორებ, რომ კიდევ არსებობოს სიტუაციის მოგვარების შანსი. საქართველოს მთავრობა მთლიანად არის პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ფოტიგამ.

უცნობია, რა გახდა იუსტიციის სამინისტროს ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]