weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში სუს-ის შენობასთან დაკავებულმა იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო

17:36 შაბათი, 13 ნოემბერი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, იმედა კლიდაშვილმა, რომელიც ქუთაისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მან დღეს მიიღო.

კლდიაშვილი გუშინ, ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით დააკავეს. ის ავტომობილით დაწესებულების შესასვლელთან იყო გაჩერებული, ხოლო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და ავტომობილიდან არ გადმოვიდა, ადგილზე ევაკუატორი გამოიძახეს, რომლითაც საჯარომო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. იქ კლდიაშვილი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

„ის მშრალ შიმშილობას აცხადებს. პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა არის მოტივირებული იმით, რომ თუ სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს, გააგრძელებს შიმშილობას. თუკი მას არ მიუსჯიან ადმინისტრაციულ პატიმრობას და გარეთ იქნება, კვლავ გააგრძელებს პროტესტს“, – განაცხადა იმედა კლდიაშვილის ადვოკატმა „მთავარ არხთან“.

12 ნოემბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა, აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა 6 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში სუს-ის შენობებთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. ისინი ითხოვდნენ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას 2%-იანი ბარიერით, გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას.

ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა ბათუმსა და გორში 2-2, რუსთავში – 3, ქუთაისსა და თელავში კი თითო-თითო ადამიანი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

იმედა კლდიაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო, სუს-ის შენობასთან ადმინისტრაციული წესით პირველ ნოემბერსაც დააკავეს. სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კლდიაშვილს 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ჯარიმა ან 7 დღიდან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]