weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

18:46 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს შენობაში შიმშილობას იწყებენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით.

დეპუტატ ანა წითლიძის თქმით, შიმშილობა გამოაცხადეს მაია კალანდიამ, ირაკლი სორდიამ, ხათუნა შამუგიამ, დარიკო არქანიამ და მალხაზ ჯალაღონიამ.

„უკვე 40 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილოდ იმეტებენ, ამიტომ, ჩემმა თანამებრძოლებმა მიიღეს ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ერთადერთი მოთხოვნით – გადაიყვანონ სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ის 46 დღეა შიმშილობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული დაწესებულება სათანადოდ არის აღჭურვილი და სააკშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ასევე შიმშილობა გამოცხადებული პარლამენტის 10 დეპუტატს: ელენე ხოშტარიას, აკაკი მინაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, დავით კირკიტაძეს, გიორგი გოდაბრელიძეს, ნიკა მაჭუტაძეს, თემურ ჯანაშიას, ბაჩუკი ქარდავას, აბდულ ისმაილოვის და სულხან სიბაშვილს.

 

ამ თემაზე:

სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს თუ რეაბილიტაციას მულტიფუნქციურ კლინიკაში გაივლის

რატომ უნდა გადავიყვანოთ კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, ამიხსნას? – მინისტრი სააკაშვილზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]