weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ენმ-დან გარდაიცვალა

15:13 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ის N4 ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს. 

„უთანასწორო, ურთულეს ბრძოლაში, შიშველი ხელებით, პირწმინდად დაამარცხა სახელისუფლებო მანქანა. მძიმე ზეწოლის მიუხედავად, არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია. დიდი ადამიანი წავიდა“, – ამბობს ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ოპოზიციას 17 მანდატი დარჩა, „ქართულ ოცნებას“ – 16, ხოლო 1 მანდატი ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელმაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა ჯერ არ მოუწვევია.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]