weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ე.წ. კონსილიუმი არის „ფეიკი“ და ავრცელებს „ფეიკებს“ ტიკარაძის განცხადებაზე – კობახიძე

14:32 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტყუილა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ექიმებს ერთი პოზიცია აქვთ.

„ეკა ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, აქედანაც ჩანს, რომ ეს ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის „ფეიკი“ და ავრცელებს „ფეიკებს“ ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით. ტყუილი გაავრცელეს. მათ გაავრცელეს კიდევ ერთი „ფეიკი“ ტიკარაძის პოზიციასთან დაკავშირებით და ამაზე მინისტრი თავად გააკეთებს განმარტებას“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

გუშინ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ კონსილიუმს და სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებულ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. კობახიძე ამ უკანსაკნელს უწოდებს „ფეიკს“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს ისეთივე პოზიცია აქვს, როგორც ნებისმიერ ექიმს.

„ის იქცეოდა ისე, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანილი იქნეს პოლიპროფილურ კლინიკაში“, – თქვა გრიგოლიამ.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს და 8 ნოემბრიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.

 

ამ თემაზე:

კობახიძის განცხადებით, შესაძლოა ნინო ლომჯარიას და ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]