weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი, MRT აპარატი გამართულია – ტიკარაძე

19:22 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის პალატა მოეწყო. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება.

„პაციენტს როგორც რუსთავის, ასევე მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია მივიღეთ, რაც დაუშვებელი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილისთვის მაქსიმალური ყურადღება მიგვექცია, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი ჩვენი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა დამატებითი ღონისძიება, რომელიც ექიმების მხრიდან მიღებულია როგორც რეკომენდაცია.

მან დადო პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, შიმშილობის კასკადიც შეწყდება ქვეყანაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც, საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციას და შევძლბთ კორექტული დიალოგის დაწყებას.

გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT-ს აპარატი გამოსულია წყობიდან, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და პაციენტს შეუფერხებლად, აუცილებლად მიეწოდება ყველა ის სერვისი, რომელიც დასჭირდება.

ჩაითვალა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მისთვის  მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირევების ქვეშ მკურნალობას. ჰოსპიტალი არ გადაიკეტება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, რომელიც 50-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა გლდანის N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, გადაყვანის პროცესი ექიმებთან და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაიგეგმება. ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

იუსტიციის სამინისტროს შეთავაზების შემდეგ ელენე ხოშტარიამ, რომელიც სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობდა, შიმშილობა შეწყვიტა. ელენე ხოშტარიას თქმით, გორის ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით გამოსავალია. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას „საშუალება აქვს, გამოვიდეს არა მთლიანად კრიზისიდან, მაგრამ გადაჩეხვის საფრთხიდან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]