weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც უნდა გამკაცრდეს – ღარიბაშვილი

12:32 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ონლაინ კაზინოების საკითხის შემდეგ, რამდენიმე სიტყვით შეეხო ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც უნდა გამკაცრდეს.

„საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღსრულების პროცესს პირადად გააკონტროლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]