weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდას ითხოვს

00:44 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

ბათუმის ახლად არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის ინიციატივით მიმართა. ეს საკითხი ერთ-ერთია 18-დან, რომელსაც 2017 წლის მოწვევის საკრებულო 26 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერის ხელფასი 1000 ლარით გაიზრდება და 5500 ლარი გახდება, ხოლო ვიცე-მერის თანამდებობრივი სარგო 3600 ლარის ნაცვლად 4400 ლარი იქნება. მერის მოადგილის ხელფასი 450 ლარით იზრდება და 3850 ლარით არის განსაზღვრული.

მერიის ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი 2900 ლარის ნაცვლად 3190 ლარი იქნება. იზრდება მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა ანაზღაურებაც.

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, საჯარო მოხელეები გაზრდილ თანამდებობრივ სარგოებს 2022 წლის იანვრიდან მიიღებენ. ხარჯები გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომლის დაჩქარებული წესით დამტკიცებას 2017 წლის მოწვევის საკრებულო ცდილობს. საკრებულოს წევრთა უმრავლესობას „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეადგენენ.

 

ამ თემაზე:

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]