weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კელი დეგნანთან ბრძოლას ყოველ ჯერზე წააგებთ – იან კელი ირაკლი კობახიძეს 

13:11 ორშაბათი, 06 დეკემბერი 2021
ფოტოზე - კელი დეგნანი ფოტოზე - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს, შეწყვიტოს მოქმედი ელჩის, კელი დეგნანის მანდატთან და რეპუტაციასთან თამაში.

„ეს ის ბრძოლაა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებთ“, – წერს იან კელი Twitter-ზე.

2 დეკემბერს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა კონსტიტუციურ კანონის პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაში, მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწევს. დეგნანის განცხადებით, თუ ამჟამინდელი 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, მხოლოდ ორმა ან სამმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება გადალახოს. ელჩმა თქვა, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს და ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

„უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის რისკს“, – თქვა დეგნანმა.

ამის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში 5%-იანი ბარიერი და პროპორციული საარჩევნო სისტემაა, თუმცა იქ ტირანია არ ყალიბდება. კობახიძემ ისიც აღნიშნა, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ამ საკითხის ექსპერტი არ არის.

პასუხის პასუხად აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძის ცოდნას, პატივს სცემს, თუმცა მასაც აქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში, მათ შორის, ქვეყნებს კონსტიტუციის დაწერაში ეხმარებოდა და ეს ბევრი სხვადასხვა კონსტიტუციის და პოლიტიკური სისტემის შედარებით ანალიზს მოიცავდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე მისი განხილვა შეჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]