weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები“ – წულუკიანი ჟურნალისტს

16:28 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები“, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ ეძლევათ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მის ბრიფინგებზე დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა.

დღეს კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ არ დაუშვეს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები. 

„ზოგადად, წინასწარ ვიცით, რომელი ტელევიზია უნდა შევუშვათ. ასე წინასწარ არავის არ გავუფრთხილებივართ, რომ არ შემოუშვათო, მაგრამ სია გვაქვს, ვინც უნდა შევიდეს. ზეპირად იცის დაცვამ. მე როგორც ვიცი, „ტვ პირველი“ არ უნდა შევუშვათ“, – უთხრეს ჟურნალისტს სამინისტროს მისაღებში.

წულუკიანის ბრიფინგზე ტელეკომპანიების – „პირველისა“ და „მთავარის“ ჟურნალისტები 22 ნოემბერსაც არ შეუშვეს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მსგავს მიდგომას დისკრიმინაციად აფასებს და აცხადებს, რომ, ერთი მხრივ, ეს ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მეორე მხრივ კი საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

კოალიცია მოუწოდებს, კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა. ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]