weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ივანიშვილმა ტიკარაძეს ჩემს საკითხზე ობიექტური სახელმწიფო კომისიის შექმნა არ აპატია – სააკაშვილი

00:00 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ტიკარაძემ უარი თქვა მის ჯანმრთელობის მდგომარებაზე „ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა“, რაც ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია.

„ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა.

არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა.

კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე.

მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან დღეს გადადგა. როგორც მან განაცხადა, მუშაობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს და „იქიდან გააძლიერებს ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემებს“. ტიკარაძის თანამდებობის დატოვების მიზეზი არ განუმარტავს და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან და პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]