weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს – სამადაშვილი

12:15 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

„საქართველოს კოვიდის მართვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს. ჩვენ ვართ მერვე ადგილზე კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მეოთხე ადგილზე. მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს, როცა ასეთი სავალალო შედეგია, ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, როდესაც მთავრობა წარუმატებელია პროცესის მართვაში, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა.

„წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ეკატერინე ტიკარაძის შეხედულებებს ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ის სწორად მოიქცა, რომ განცხადება დაწერა და წავიდა, მაგრამ ამით ვერ აიცილებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, რადგან ამ შემთხვევაში, კოვიდის მართვის პროცესი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა და კატასტროფული შედეგი არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 9 დეკემბერს გადადგა. როგორც მან განაცხადა, მუშაობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს და „იქიდან გააძლიერებს ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემებს“. ტიკარაძის თანამდებობის დატოვების მიზეზი არ განუმარტავს და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან და პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

მთავრობის წევრები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის ე.წ. უვადო კოვიდ პასპორტების საკითხზე დაპირისპირება იყო. 

 

ამ თემაზე:

ივანიშვილმა ტიკარაძეს ჩემს საკითხზე ობიექტური სახელმწიფო კომისიის შექმნა არ აპატია – სააკაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]