weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დმანისის საკრებულოში რამიზ რამაზანოვი მივიდა – მისი თქმით, დამოუკიდებელი წევრი იქნება 

12:51 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რამიზ რამაზანოვი ოპოზიციის ბოიკოტს გაემიჯნა და საკრებულოს სხდომაზე მივიდა. რამაზანოვი მასზე ზეწოლას უარყოფს და აცხადებს, რომ სხდომაზე მისვლის გადაწყვეტილება ფიქრის შემდეგ მიიღო. მისივე თქმით, აპირებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იყოს.

„ზეწოლა არ იყო. გადავწყვიტე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდე, რადგან ეს საჭიროა ხალხისთვის. 1000-მა კაცმა ხმა რომ მომცა, ხალხის წინაშე ვალდებული ვარ“, – განაცხადა რამიზ რამაზანოვმა ჟურნალისტებთან.

კითხვას, სად იმყოფებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, რამაზანოვმა უპასუხა, რომ საქართველოში იყო.

რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა. 30-წევრიან საკრებულოში 15 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, 15 კი ოპოზიციამ, მათ შორის 13 – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთი – კახა ოქრიაშვილის პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ და ერთიც ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ერთი კვირის წინ, 3 დეკემბერს, საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, რადგან 15-ვე ოპოზიციონერმა წევრმა ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომაზე არ მივიდა. კანონის მიხედვით, ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი ესწრება. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რამიზ რამაზანოვზე ზეწოლა ხორციელდებოდა და საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისვლას აიძულებდნენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში თანაპარტიელები რამაზანოვთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ და როგორც ამბობდნენ, მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. 

დანარჩენი 14 ოპოზიციონერი დეპუტატი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]