weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გადადგომის შემდეგ კახა კუჭავა პარლამენტის დეპუტატის მანდატსაც ტოვებს

23:46 პარასკევი, 24 დეკემბერი 2021

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მას „ქართული ოცნების” პროპორციული სიის წევრი გია ცაგარეიშვილი შეცვლის.

კახა კუჭავას გადადგომის შესახებ დღის ბოლოს გახდა ცნობილი. მოგვიანებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ კუჭავა პარლამენტიდანაც მიდის.

„საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე. კახა კუჭავამ ახსნა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც კახას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც მალე გაიგებს საზოგადოება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის 27 აპრილს დაიკავა მას შემდეგ, რაც არჩილ თალაკვაძე გადადგა.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი წარადგინა.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]