weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

5 პრემიერი, პარლამენტის 5 თავმჯდომარე 9 წელში. რა სტაბილურობაზეა საუბარი? – ხაზარაძე

15:01 შაბათი, 25 დეკემბერი 2021

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას გადადგომას გამოეხმაურა. მისი თქმით, გაუგებარია, რა ნიშნით ინიშნებიან თანამდებობებზე ან ის გამო თავისუფლდებიან ქართული ოცნების წევრები. 

„5 პრემიერი, პარლამენტის 5 თავმჯდომარე 9 წელიწადში. რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე, რა ეკონომიკურ პროგრამებზე, რა ინვესტიციაზე და რა სამუშაო ადგილებზე?

რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? სად არის პროგრამა, სად არის ანგარიში? სად არის პასუხისმგებლობა? არაფერი ასეთი!

ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია, რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს, რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ. ბრძოლა გრძელდება ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. 

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გადადგა. გარდა ამისა, მან დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში „ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა შეძლო“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]