„5 პრემიერი, პარლამენტის 5 თავმჯდომარე 9 წელიწადში. რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე, რა ეკონომიკურ პროგრამებზე, რა ინვესტიციაზე და რა სამუშაო ადგილებზე?
რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? სად არის პროგრამა, სად არის ანგარიში? სად არის პასუხისმგებლობა? არაფერი ასეთი!
ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია, რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს, რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ. ბრძოლა გრძელდება ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გადადგა. გარდა ამისა, მან დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში „ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა შეძლო“.