weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს – ხერხეულიძე

17:42 სამშაბათი, 04 იანვარი 2022
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საგანგაშოდ მიაჩნია ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. 

„პოლიტიკურად ის ძალიან კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი აქვს, ახალი წლის დღეებში, ამ საკითხთან მიმართებაში. ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში, რაზეც შემდეგ გააგრძელებს კვალიფიციურ მუშაობას.

მთლიანად არის მოცული იმ საკითხებით, რომელიც საზოგადოებას გარეთ აწუხებს. ის ეყრდნობა იმ კვლევებს, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა და მე ვფიქრობ, არ არის საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი, ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და ამ კუთხით არის მისი გონება მიმართული“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს, გვიან ღამით დააბრუნეს. 

 

ამ თემაზე:

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილმა 6 იანვრიდან შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს – ადვოკატი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]