weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ასეთ ხისტ შეფასებებს არ ვეთანხმები, არ მგონია არგუმენტირებული – სარჯველაძე აშშ-ის საელჩოზე

18:43 სამშაბათი, 04 იანვარი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულ შეფასებებს არ ეთანხმება. მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საელჩოს პოზიცია არგუმენტირებული არ ჰგონია.

„სამწუხაროა ასეთი შეფასების მოსმენა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული. მათ აქვთ ასეთი პოზიცია, რომელიც უკავშირდება ამ ორ რეფორმას, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე გასული წლის მიწურულს. 

მიუხედავად ამ შეუთანხმებლობისა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ზოგადად, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისა და პროგრესისთვის მთავარი ორიენტირია, საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ. ეს გახლავთ, მათ შორის, ევროკავშირი და ნატო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების და ზოგიერთი დიპლომატის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„დღევანდელ ხელისუფლებას დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოთა წარმომადგენლების პოზიციები აბსოლუტურად სინქრონული და შეთანხმებული იყოს იმ პოზიციებთან, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს. შესაბამისად, როდესაც ასეთი შემთხვევა არ არის, ამას აღვნიშნავთ გულისტკივილით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. გარდა ამისა, საელჩოს შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით, ზიანი მიადგა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას და შესუსტდა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საელჩოს განცხადება არასამართლიანია და აფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს. მისივე თქმით, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

 

ამ თემაზე:

საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის – იან კელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]