weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, რაც მედიკამენტებს გააიაფებს – პრემიერი

12:56 ორშაბათი, 10 იანვარი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც, მთავრობის პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. 

„ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე 

ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.

 ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების საჭიროებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, კომპანიების მხრიდან ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული, რაც არცერთ ქვეყანაში არ ხდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]