weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეროვნული თანხმობა არის თქმა, მე შენ არ მომწონხარ, მაგრამ არ მოგსპობ – სააკაშვილი

16:37 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას განმარტა, რას ნიშნავს მისთვის „ეროვნული თანხმობა“.

„მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ამასწინად ჩემთან და ამაზე ვმსჯელობდით, რა არის ჩემთვის ეროვნული თანხმობა. ეს არის წითელი რკალის შემოვლება გარშემო და თქმა, რომ მე არ მიყვარხარ შენ, არ მომწონხარ, სურვილი არ მაქვს, არც თვალებში გიყურო და არც შენთან რამე კონტაქტი მქონდეს, მაგრამ მე შენ არ გაგანადგურებ, მე შენ არ მოგსპობ, მე შენ არ მოგკლავ.

ეს არის თანხმობის მთავარი ამოსავალი, რომ თუ გვინდა, ცივილიზებული ერი ვიყოთ, ერთმანეთს არ ვანადგურებთ, ერთმანეთს არ ვკლავთ, ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში.

რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ, ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა, ჩვენ გაგვანადგურონ, თქვენ, ვინც ხართ უფრო ნიჭიერები, ვისაც ნეპოტიზმით კი არ მიგიღწევიათ ცხოვრებაში რაღაცას, არამედ ნიჭით, განათლებით, შრომისუნარიანობით და იმით, რომ მაგრები ხართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაპატიმრების შემდეგ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება ეროვნული შერიგებისა და ერთმანეთისთვის მიტევების შესახებ. გასული წლის 10 დეკემბერს კი მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, „რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას და წინ წავიდეთ“.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. 

„ის იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, მით უფრო, თუ წარსულსა და აწმყოს ეხება, სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც, მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]