weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯაფარიძის საკითხზე უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე სამართლებრივი – წილოსანი

18:00 შაბათი, 15 იანვარი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით „უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვიდრე სამართლებრივი“. როგორც წილოსანი ამბობს, ჯაფარიძე ოპოზიციურ ველზე „ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენაა“ და პირადად მისი პოზიციაა, რომ უფლებამოსილება არ შეუწყდეს.

„კანონმდებლობა და პარლამენტის რეგლამენტი ძალიან მკაფიო ჩანაწერს გვთავაზობს კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით და კომიტეტს როდესაც ექნება განხილვა, ის ვალდბულია, რომ სწორედ ამ რეგლამენტის და კანონის ჩარჩოში მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე სასესიო განხილვების დროს, გარკვეულწილად ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. 

ჩვენ არაერთხელ მიგვიღია პოლიტიკური გადაწყვეტილება ამა თუ იმ უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამასთან მიმართებაშიც გუნდში გაიმართება მსჯელობა და უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვიდრე სამართლებრივი, რადგან სამართლებრივად ძალიან ერთმნიშვნელოვანია, რომ მას ეკუთვნის უფლებამოსილების შეწყვეტა“, – განაცხადა წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე „ქართული ოცნების“ გუნდს ჯერ მკაფიო პოზიცია არ აქვს. 

„შემიძლია ჩემი გადმოსახედიდან ვთქვა, რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პირადი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტა. 

თუმცა, რა თქმა უნდა, მე და ჩემი ნებისმიერი კოლეგაც, ვიქნებით ჩვენი ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი. ეს უკვე გვეცოდინება მოგვიანებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა. 

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სასამართლომ ჯაფარიძე თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. ნინო წილოსანი აცხადებდა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „არანაირ ეჭვს არ ტოვებს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით“.

 

ამ თემაზე:

განაჩენით დასტურდება დანაშაული, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს მანდატის შეწყვეტაზე – პაპუაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]