weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ ახალციხის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის სამსახურში აღდგენა დაავალა

23:37 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის, თამარ აბულაძის სარჩელი და სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო.

მოსამართლე გიორგი ლობჟანიძის გადაწყვეტილებით, საკრებულოს აბულაძის სამსახურში აღდგენის და განაცდურის სრულად ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა თამარ აბულაძის მოთხოვნა და პოლიტიკურ ნიშნით დევნა არ დაადგინა.

თამარ აბულაძე, რომელიც ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის დეიდაა, სამსახურიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. აბულაძე დაობდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი და და ლევან თათოშვილის დედა, მარინე აბულაძეც, რომელიც ახალციხის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში იურისტად მუშაობდა. თათოშვილი ამბობდა, რომ 24 აგვისტოს, სამსახურიდან გათავისუფლებამდე დედაც და დეიდაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა დაიბარა და განცხადებების დაწერა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

თამარ აბულაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) იცავდა.

 

ამ თემაზე:

ჩემმა დანიშნულმა გუბერნატორმა ჩემი მხარდამჭერის დედა და დეიდა გაათავისუფლა – გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]