weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუ ეს სამსახურის გაუქმება არ არის, რა საჭირო იყო ინსპექტორის გათავისუფლება – დეგნანი

17:41 სამშაბათი, 18 იანვარი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშიებით კომენტარი გააკეთა. კელი დეგნანის თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის გაუქმების საჭიროება კარგად უნდა ყოფილიყო ახსნილი.

„როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყო, თუ მის ცვლილებას აპირებ. მნიშვნელოვანია მხარეებთან კონსულტაცია. თუ გსურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, 6 წლიანი ვადის მქონე ინსპექტორის გათავისუფლება, უნდა დარწმუნდე, რომ ხალხი ამას გაიგებს და საჭიროება კარგად იქნება ახსნილი.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს გაუქმება არ არის. თუ ეს ასეა, მაშინ რა საჭირო იყო სახელმწიფო ინსპექტორისა და  მისი მოადგილეების გათავისუფლება?“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 30 დეკემბერს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნების“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. შედეგად, პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – იქმნება. თანამდებობიდან ვადაზე ადრე თავისუფლდება სახელმწიფო ინსპექტორი, პარლამენტის მიერ 2019 წელს, 6 წლის ვადით არჩეული ლონდა თოლორაია. პოსტებს დატოვებენ მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ კონსპირაციულად მოამზადა და სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის მის შესახებ ცნობილი მედიის საშუალებით გახდა. საქართველოში აშშ-ის საელჩომ ეს პროცესი მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრად შეაფასა. 

 

ამ თემაზე:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო გაერო შეშფოთებას გამოთქვამს

„ქართულმა ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ის საელჩო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]