weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2022

მინდა შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები – ზელენსკი

21:58 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, არ არსებობს „მცირე შეჭრა“ და „პატარა ერები“.

„მინდა, შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული. ამას ვამბობ, როგორც დიდი ძალის პრეზიდენტი“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

უკრაინაში „მცირე შეჭრა“ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ახსენა, რასაც გაუგებრობა მოჰყვა. ზოგიერთი შეფასებით, ბაიდენმა რუსეთს აგრესიისთვის კარი გაუღო „მცირე შეჭრასა“ და სრულად შეჭრა შორის საზღვრის გავლებით.

„ვფიქრობ, რასაც იხილავთ არის ის, რომ რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. ერთია, თუ ეს იქნება მცირე შეჭრა და შემდეგ ჩვენ დავიწყებთ კამათს, რა გავაკეთოთ და რა არა და ა.შ., მაგრამ თუ ისინი ნამდვილად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთების უნარიც აქვთ საზღვრებთან მობილიზებული ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მძიმე საზღაური გადაახდევინონ და მიაყენონ მნიშვნელოვანი ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მოგვიანებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ემილი ჰორნმა განმარტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა განსხვავება რუსეთის სამხედრო და არასამხედრო/კიბერ ქმედებებს შორის. ჰორნის თქმით, მოკავშირეები და პარტნიორები ასეთ ქმედებებს პასუხს გასცემენ.  

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]