weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ოცნება“ თავს გვესხმის, რადგან ხელისუფლების ცვლილების პროცესი დავიწყეთ – სიჭინავა 

17:08 შაბათი, 22 იანვარი 2022

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ კომენტარი გააკეთეს აჭარის ორგანიზაციის 14 წევრის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, „ქართული ოცნება“ შანტაჟს, იძულებასა და მოსყიდვას მიმართავს.

„ამას პარტიის დატოვებას ვერ დავარქმევდი. ეს არის ხელისუფლების მანქანის მიერ წარმოებული პროცესი – დაშანტაჟებით, იძულებით, მოსყიდვით ადამიანებს პარტია დაატოვებინონ. ეს არის ბრძოლის იარაღი, რომელსაც ჩვენი პარტიის მიმართ იყენებენ. მას შემდეგ რაც ჩვენი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა, ის არნახული ტერორი, ზეწოლა და სახელმწიფო მანქანის მუშაობა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი როგორმე შეერყიათ, დაეშალათ, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

ოცნების“ მაფიოზური დაჯგუფების მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ, რეალურად, პირველებმა დავიწყეთ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების პროცესი მუნიციპალიტეტებიდან. 

კარგად დავინახეთ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც და წალენჯიხაშიც „ქართულმა ოცნებამ“ მარცხი იწვნია. რეალურად, ისინი ვერ ელევიან ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების დაკარგვას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებთან.

პარტია „საქართველოსთვის“ 14-მა წევრმა გუშინ დატოვა. როგორც გახარიას ყოფილმა თანაგუნდელებმა განაცხადეს, მათთვის „კატეგორიულად მიუღებელი და გაიუგებარია“ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი. პარტიის ყოფილმა წევრებმა მიქელაძე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებების მიღებასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე, პარტიასთან შეუთანხმებლად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებას აწარმოებდა.  

„გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან, არ გვინდოდა გუნდში განხეთქილება შეგვეტანა და დუმილს ვამჯობინებდით“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა, ტარიელ ქათამაძემ და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც პარტია დატოვეს, დამფუძნებელი წევრები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]