weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა წარუდგინა

18:15 შაბათი, 22 იანვარი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. კონკურსს თამაზ ფოლადაშვილი გამოეთიშა, რომელიც საკონკურსო კომისიის მიერ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მესამე კანდიდატი იყო.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება. 

„მე მაქსიმალურად ვეცდები საკანონმდებლო ორგანოს წევრები დავარწმუნო იმაში, რომ კიდევ ერთხელ უნდა მომეცეს ამ პოზიციაზე ყოფნის შესაძლებლობა. ჩატარებული არჩევნები დიდ იმედს მიქმნის იმისას, რომ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნება. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციას პროცესში მონაწილეობის სურვილი არ აქვს. მახსენდება ხოლმე მარგარეტ ტეტჩერის სიტყვები: წყალზე რომ გაიარო, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან ცურვა არ იცოდაო“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ კალანდარიშვილმა. 

რაც შეეხება თენგიზ თევზაძეს, ის „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორია. როგორც ის ამბობს, პარლამენტს წარუდგენს რეფორმებს, რომელთა გატარება აუცილებელია ცესკოსთვის საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ნდობის დასაბრუნებლად. 

დღესვე, პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორი ვაკანტური პოზიციის შესავსებად ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარუდგინა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]