weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მზად ვართ ნატოში გაწევრიანებისთვის, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება – დოლიძე

11:38 ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის. 

„ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ალიანსი არის ერთიანი ისე როგორც არასდროს, განსაკუთრებით რკინის ფარდის დაშვების შემდგომ. ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს. შეიძლება ცალკეული დელეგაციების ვოკალი და განცხადებების სიმძაფრე განსხვავდებოდეს, მაგრამ ის, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე არავინ თანხმდება და არც კი განიხილავს ამ საკითხს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბუქარესტის სამიტის გადაწტყვეტილებების შეუქცევადობაა.

მადრიდის სამიტამდე ჩვენ ამ პაკეტით უნდა მივიდეთ. საქართველო მზად არის ამისთვის. საქართველო მზად არის ალიანსში გაწევრიანებისთვის, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დოლიძემ ბრიუსელში, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია არიან.

რუსეთი ნატოსგან „ უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს. კერძოდ, სურს, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე, არ მიიღოს ახალ წევრები და ნატოს მადრიდის სამიტზე, რომელიც ივნისის ბოლოს უნდა გაიმართოს, უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. გარდა ამისა, რუსეთის მოთხოვნაა, რომ ნატომ შეიარაღება არ განათავსოს რუსეთის საზღვრებთან და უარი თქვას, ალიანსში გაწევრიანებული იმ ქვეყნების მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებაზე, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ.

 

ამ თემაზე:

გვჭირდება მტკიცე გარანტიები, რომ უკრაინა და საქართველო არასოდეს შევლენ ნატო-ში – რიაბკოვი 

ნატო ელის, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს – სტოლტენბერგი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]