weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

2 აპრილს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება

18:48 სამშაბათი, 01 თებერვალი 2022

2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო.

რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარ წევრს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი დატოვა და რუსთავის მერად იქნა არჩეული. რაც შეეხება ბათუმს, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე არჩევიდან მოკლე დროში გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]