weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მიიღებს

18:52 შაბათი, 12 თებერვალი 2022

ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გონიო-კვარიათის მაჟორიტარობის კანდიდატად მათე ფუტკარაძე წარადგინა. ის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.

მათე ფუტკარაძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ დღეს წარადგინეს. 

„ის შედის ბრძოლაში იქ, სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარ იარა და პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ამით გვინდა დავამტკიცოთ, რომ ვერც შანტაჟი, ვერც მოსყიდვა, ვერც ძალადობა და სიკვდილიც კი ვერ გაიმარჯვებს სამართლიანობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ 2 აპრილს მათე ფუტკარაძე გაიმარჯვებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. 

მათე ფუტკარაძის თქმით, მისი მიზანი პოლიტიკაში ჩართვა არ ყოფილა, თუმცა გადაწყვიტა არჩვენებში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ფიქრობს, რომ „ეს ღირსების არჩევნებია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის“. 

„მინდა მონაწილეობა მივიღო ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელსაც ქვეყნისთვის დაკარგული ღირსების დაბრუნება ჰქვია. ასევე ღირსების საკითხი მგონია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის… არ უნდა იჯდეს ციხეში. მინდა აქედან მივესალმო და ჯანმრთელობა ვუსურვო“, – განაცხადა მატე ფუტკარაძემ.

შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა რამაზ ჯინჭარაძე – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 16 მანდატი მოიპოვა, ხოლო 19 მანდატი ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ. აქედან, 15 მანდატი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, 3 პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“, 1 კი „ლელომ“. მოგვიანებით, ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი თავდგირიძემ გახარიას პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობა არჩია, ნუგზარ ფუტკარაძე კი საკრებულოს პირველ სხდომამდე გარდაიცვალა. 

პარტიებს შორის შეუთანხმებლობის გამო, ბათუმის საკრებულოს ამ დრომდე არ ჰყავს თავმჯდომარე. 2 აპრილის არჩევნები გადაწყვეტს, ვის ექნება უმრავლესობა წარმომადგენლობით ორგანოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]