weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო – გამყრელიძე ვაქცინაციაზე პრემიერის განცხადების შესახებ

14:00 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელა.

„მგონი, გუშინდელი განცხადებები კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, რადგან იქ გარკვევით ითქვა (მერე მოვისმინე ეს განცხადებები), დიახ, რასაც არავინ უარყოფს, რომ „ომიკრონის“ შტამი გვერდს უვლის… ჩვენ იანვარში და თებერვალში გვაქვს რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. დაახლოებით 50%-ში, ვისაც მეორედ დაემართა ინფექცია, ისინი იყვნენ ორჯერადად აცრილი. ამას არავინ მალავს და არის, მაგრამ იმან, ვინც გაიკეთა ბუსტერი, რეინფიცირება ჯერადობით ნაკლებია. 

ამავე დროს, ვისაც გაკეთებული აქვს ორჯერადი აცრა, განსაკუთრებით 50 წლის ზემოთ ასაკში, იქ ჯერადობით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია და ფატალური გამოსავალი. 

ამიტომ, ის, რაც გუშინ რატომღაც აიტაცა მედიამ და მხოლოდ პირველი ნაწილი იქნა და არა ის, რაც შემდეგ ბრძანეს – მოწოდება იყო, რომ 50 წლის ზემოთ აუცილებელია ადამიანების აცრაზე მიმართვა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას და გაიკეთოს ბუსტერი, ის რატომღაც მერე ნიველირდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობაში „ვაქცინა არ მუშაობს“ და „ომიკრონი“ ვაქცინირებულ პირებს „ჩვეულებრივად ემართებათ“, რის მაგალითადაც მან საკუთარი თავი დაასახელა. ღარიბაშვილმა სწორედ ამით ახსნა ე.წ. კოვიდ პასპორტების გაუქმების გადაწყვეტილება.

„აზრი დაკარგა ამ მწვანე ბარათის გამოყენებამ, ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ მისი გაუქმება. მეორე მხრივ, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების, განსაკუთრებით მათი, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, აცრა მაინც – დაზღვევის და პრევენციის მიზნით, რომ ეს ვირუსი არ გაურთულდეს. სხვა დანარჩენი სრული კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]