weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ზუგდიდისთვის უდიდესი სირცხვილია“ – ჩიქოვანი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე

15:11 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გარიგება შედგა, რაც ზუგდიდისთვის „უდიდესი სირცხვილია“.

„ეს არის ზუგდიდისთვის უდიდესი სირცხვილი. ვიღაცები ამას დაარქმევენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ზუგდიდისთვის, ზუგდიდის მოსახლეობისთვის, საქართველოსთვის, მაგრამ ეს გადაწყვეტიოება იყო „ერთადერთი ნაციონალური მოძრაობისთვის“. სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი თანხვედრა არსებობს ჩვენი პარტიის თანაგუნდელების მხრიდან იმ რეალობასთან მიმართებაში, რაც ზუგდიდში გვაქვს. ზუგდიდში რაც მოხდა, ეს უფრო სამგლოვიარო პროცესიას გავდა, ვიდრე რაიმე ფორმის სასიხარულო პროცესს“, – განაცხადა ჩიქოვანმა პარლამენტში გამოსვლისას.

გუშინ, 14 თებერვალს, თვე-ნახევრიანი კრიზისის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა და თავმჯდომარე აირჩიეს. ეს თანამდებობა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ დაიკავა, რომელსაც მხარი საკუთარი პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ 25-მა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“.

 

ამ თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გიგა ფარულავა გახდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]