„ეს არის ზუგდიდისთვის უდიდესი სირცხვილი. ვიღაცები ამას დაარქმევენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ზუგდიდისთვის, ზუგდიდის მოსახლეობისთვის, საქართველოსთვის, მაგრამ ეს გადაწყვეტიოება იყო „ერთადერთი ნაციონალური მოძრაობისთვის“. სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი თანხვედრა არსებობს ჩვენი პარტიის თანაგუნდელების მხრიდან იმ რეალობასთან მიმართებაში, რაც ზუგდიდში გვაქვს. ზუგდიდში რაც მოხდა, ეს უფრო სამგლოვიარო პროცესიას გავდა, ვიდრე რაიმე ფორმის სასიხარულო პროცესს“, – განაცხადა ჩიქოვანმა პარლამენტში გამოსვლისას.
გუშინ, 14 თებერვალს, თვე-ნახევრიანი კრიზისის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა და თავმჯდომარე აირჩიეს. ეს თანამდებობა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ დაიკავა, რომელსაც მხარი საკუთარი პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ 25-მა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“.
ამ თემაზე:
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გიგა ფარულავა გახდა