weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

22:22 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც დღეს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტეს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონოა და იმისთვის, რომ მას გაერთიანებული პასუხი გაეცეს, „ლელო“ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს.

​„ეს არ არის მხოლოდ რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარული არჩევნები, ეს არის საშუალება, რომ გაერთიანებული პასუხი გავცეთ იმ უკანონობასა და თავგასულობას, რასაც ყოველდღე აჩვენებს „ქართული ოცნება“. ეს უნდა იყოს ოპოზიციურ გაერთიანებული პასუხი და მე ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს ამ კამპანიაში, რომელშიც ჩავერთვები ხვალიდან იმისთვის, რომ ეს იყოს არა ბადრი ჯაფარიძის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციის ბრძოლა ცვლილებებისთვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილია – სახელისუფლებო პარტიის შემწირველი და ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიის, „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) კორპორაციული დირექტორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]