weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსთავის საზოგადოება არ არის ისეთი, რომელმაც არ იცის თაღლითობის გარჩევა – ვოლსკი ჯაფარიძეზე

14:44 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში 2 აპრილს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და შესაბამისად, ამ გზით პარლამენტში ვერ დაბრუნდება.

„მე ვფიქრობ, რომ მისი დაბრუნება პარლამენტში ამ გზით არ შედგება. რუსთავის საზოგადოება არ არის ისეთი საზოგადოება, რომელმაც არ იცის გარჩევა, რა არის თაღლითობა, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი იმყოფებოდეს პარლამენტში“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

მას შემდეგ, რაც ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ბადრი ჯარაფიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს, მან პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. 15 თებერვალს ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი „ქართული ოცნების“ 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც იგი თაღლითობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

ბადრი ჯაფარიძე, რომელიც სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და ასაჩივრებს, აცხადებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება უკანონოა და ის ოპოზიციის დასუსტებას ემსახურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]