weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ელისაშვილის პარტია რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას აპირებს 

19:15 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

პარლამენტარმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, მის პარტიას სავარაუდოდ საკუთარი კანდიდატი ეყოლება. 

პარტია „მოქალაქეები“ დიდი ალბათობით მხარს არ დაუჭერს „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, თუმცა, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა სამარცხვინო გადაწყვეტილება და მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. 

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, ჯაფარიძის დასახელებისას „ლელო“ არაკოლეგიალურად მოიქცა, რაც მიუღებელია. 

„რასაკვირველია, თავისი კანდიდატურის დასახელების უფლება ყველას აქვს, მაგრამ მათ მოაწყვეს პრესკონფერენცია და თქვეს, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი რუსთავში და ამიტომ, მოდით, დანარჩენმა ოპოზიციამ, ყველამ, დაუჭირეთ მხარი. ამაზე ძალიან გავბრაზდით, რადგან „ლელოსთან“ რამდენჯერმე გვაქვს ნათქვამი, რომ საკითხებზე, სადაც საერთო ოპოზიციური ძალისხმევა და  ჩვენი მხარდაჭერაა საჭირო, კარგი იქნება, თუ პრესკონფერენციიდან არ გვეტყვიან.

გვქონდა შიდაპარტიული დისკუსიები, გამოიკვეთა ერთი არაჩვეულებრივი კანდიდატი, შესაბამისად, არა მხოლოდ „ლელოს“ არაკოლეგიალურობის გამო, არამედ ჩვენი გეზის და მიზნების გამო, სავარაუდოდ, მხარს არ დავუჭრთ ბადრი ჯაფარიძეს და გვეყოლება კანდიდატი რუსთავის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რჩება თუ არა რესურსი „ლელოსთან“ მოლაპარაკებისთვის, ალისასვილმა თქვა: „მინიმალური და ალბათ, არა“.

მას შემდეგ, რაც ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ბადრი ჯარაფიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს, მან პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. პრესკონფერენციაზე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება უკანონოა და იმისთვის, რომ მას გაერთიანებული პასუხი გაეცეს, „ლელო“ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]