weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის შიშიც რომ გვამოძრავებდეს, დამაკნინებელი არ იქნებოდა – კობახიძე

11:53 ხუთშაბათი, 17 თებერვალი 2022

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არაა. როგორც კობახიძე ამბობს, დოკუმენტში აქცენტი მთავარ ამოცანაზე ომის არ დაშვებაზე გააკეთეს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა კონკრეტულად რეზოლუციაშიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც ჩვენი მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გავაკეთეთ აქცენტი მთავარ ამოცანაზე, ჩვენი აზრით. ჩვენთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომის არ დაშვება და აქეთკენ უნდა იყოს თითოეული ნაბიჯი მიმართული, მათ შორის რიტორიკაც. ჩვენი სულისკვეთება ჩანს ყველაფერში, თითოეულ ჩვენს ნაბიჯში. 

ჩვენს ხელში არ არის გადამწყვეტი როლის შესრულება ომის არ დაშვებაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი მწირი რესურსი იმაში, რომ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მაგრამ ამის მიღმა ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. სოლიდარობა გამოხატული გვაქვს და ამის მიღმა ჩვენს რესურსებს აქვს გარკვეული ზღვარი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ხშირად „ჭარბად მძაფრ“ რიტორიკას ითხოვენ.

„ჩვენ გვგონია, რომ ეს უფრო მეტად დაასხავს წყალს იმ წისქვილზე, რასაც ჰქვია ომის პროვოცირება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენ გვინდა – ეს არის ომის არ დაშვება. ჩვენ ომის არ დაშვებისკენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული“. 

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, მოქმედ ხელისუფლებას რუსეთის შიშიც რომ ამოძრავებდეს, ამაში დამაკნინებელი არაფერია. 

„შიშზე კეთდება აქცენტი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაკნინონ რაღაც ფორმით. გვეშინია თუ არ გვეშინი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ შიშიც რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა, რა თქმა უნდა, დამაკნინებელი. ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს. 

2008 წელს, როდესაც რუსეთს 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს, იქ ეს ვიღაცამ იმიტომ გააკეთა, რომ მოღალატე იყო და ვიღაცამ იმიტომ გააკეთა, რომ არ შეეშინდა. ეს იყო რეალობა, თუმცა, შემდეგ, რომ შეეშინდათ, გარბოდნენ სადახლოდან ქვეყნის დასატოვებლად. ნეტა თავის დროზე შეშინებოდათ“, – განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის თემაზე საპარლამენტო რეზოლუცია მიიღო და მათგან ერთ-ერთია საქართველო. როგორც კობახიძემ ამობობს, უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები მოვლენათა განვითარების შესაბამისად დაიგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]