weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პანკისში სპეცოპერაცია საეჭვოდ ჩატარდა, შეიძლება მის უკან ნაცმოძრაობის კვალი იყოს – კობახიძე

17:44 პარასკევი, 18 თებერვალი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობის დეტალების შესახებ ინფორმაცია აქვს, რომელსაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს. 

კობახიძის თქმით, გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსზე კითხვის ნიშნები მოხსნილია. 

„ეს ალიანსი მათ გააფორმეს კოალიციად ოთხ მუნიციპალიტეტში. თუმცა, არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი ნიუანსი, დეტალი შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის და ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას. შეიძლება, ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები; შეიძლება იყოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით და ა.შ. მაგალითად, გახსოვთ, ძალიან საეჭვოდ იყო ჩატარებული სპეცოპერაციები, იგივე, პანკისში და 20 ივნისს და ასე შემდეგ – შეიძლება, ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ერთი წლის წინ, 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. როგორც განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული აზრის ქონა გახდა. რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მას 2019 წლის 21 აპრილს ჰქონდა ადგილი. იმ დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]