weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზელენსკიმ ევროპას მოუწოდა არ გაიმეოროს 2008 წელს დაშვებული ტრაგიკული შეცდომები

17:50 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდა, არ გაიმეოროს 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები.

„უკრაინის გარშემო რუსეთის მხრიდან ესკალაცია წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპისა და მთლიანად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება დღეს ევროპული უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა“, – განაცხადა ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია რუსეთის აგრესიის მორიგ გამოვლინებას დაუყოვნებლივ მოჰყვეს სანქციები.

„ეს უნდა მოიცავდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სრულად შეჩერებას. გარდა ამისა, უკრაინა დღეს, როგორც არასდროს, საჭიროებს პარტნიორების გაძლიერებულ მხარდაჭერას თავდაცვისუნარიანობისა და ეკონომიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ეს გადაწყვეტილება უკრაინამ შეაფასა როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინება.

 

ამ თემაზე:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთი ფაქტობრივად იმეორებს 2008 წლის სცენარს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]