weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს

15:29 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტს მიმართა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. გარდა ამისა, ოპოზიციონერები პრემიერ-მინისტრსაც მიმართავენ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას ითხოვენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება დუმს, რაც ქვეყანას „ძალიან სერიოზული ფასი“ დაუჯდება.

„ჩვენ ვითხოვთ და მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. ბუნებრივია, დღის წესრიგი უნდა იყოს, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. 

რიგგარეშე სხდომამ აუცილებლად უნდა მიიღოს რეალური რეზოლუცია, რომელიც, მათ შორის, ისაუბრებს სანქციებზე, რადგან რუსეთს სანქციებს უწესებს მთელი ცივილიზებული სამყარო. 

მივმართავთ პრემიერს, დაუყონებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების სხდომა, რათა ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა განვიხილოთ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის და უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივას მხარს უჭერს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა საქართველო ღირსეულად წარმოჩნდეს.

„ეს ბოროტება, რაც დღეს ევროპის შუაგულში ხდება, უნდა შეჩერდეს და ამ შეჩერებაში ჩვენ ჩვენი წილი ძალისხმევა უნდა შევიტანოთ. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა იოსელიანმა.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის იდეას იზიარებს „ლელოც“. დეპუტატის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საჭიროა პარლამენტში გაიმართოს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ არის მომზადებული საქართველო არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ელჩთან შეხვედრამდე თქვა, რომ არ ჰგინია, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა საჭირო იყოს.

 

 

ამ თემაზე:

უკრაინის საკითხზე პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]