„25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც გუშინ, 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვა. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვა დააკმაყოფილა და რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს მოიწვია. სხდომის დღის წესრიგი ასეთია:
- საქართველოს პრემირ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციების შესახებ;
- საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის დაგმობა, უკრაინის თავისუფლების, სუვერენტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა;
ფრაქცია „ქართული ოცნება“ გეგმავს, საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომის გახსნისთვის საჭირო კვორუმი არ შედგება.